იტალიური მედიის ცნობით ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით იტალიური გრანდი “მილანი” დაინტერესდა.
ადგილობრივი პრესა იუწყება, რომ ქართველი შემტევის აგენტი რამდენიმე დღეში მილანს ესტუმრება და ხელმძღვანელობასთან გამართავას შეხვედრებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილანის გარდა ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ტურინის “იუვენტუსი”, დორტმუნდის “ბორუსია” და იტალიური “ნაპოლიც” ინტერესდებიან.
ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად რუსუეთის პრემიერლიგაში, ყაზანის “რუბინში” ასპარეზობს.
სხვადასხვა გამოცემებზე დაყრდნობით, ამჟამად ხვიჩა კვარაცხელის ფასი 10-15 მილიონ ევრომდე მერყეობს.