მინიმუმ 71 ადამიანი დაიღუპა ინდონეზიასა და აღმოსაველთ ტიმორში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად. კიდევ 40 ადამიანს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ხელს რთული მეტეოროლოგიური პირობები უშლის ხელს. ასევე დიდი ოდენობით მეწყრული მასა და ტალახია დაგროვილი სტიქიის ზონებში.
ინდონეზიისა და აღმ. ტიმორის ხელისუფლებებმა სტიქიის ზონებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო.