მმართველი პარტიის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში ბათუმში სირცხვილიას რეგიონალურ ოფისთან ქართული ოცნების მხარდამჭერების მისვლას ეხმაურება და მათ ძალადობრივ ქმედებებს უწონებს.
გარდა ამისა, სამხარაძე წერს, რომ სირცხვილიას აქტივისტი გიგა მაქარაშვილი “ФСБ-ს ნომრიანი აგენტია”.
“არავინ “ჩალიჩობს”, [მაქარაშვილს] რამე მიაკეროს! ФСБ-ს ნომრიანი აგენტია! მაგარ სურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას”, – წერს სამხარაძე.
გუშინ, 4 აპრილს ქართული ოცნების მხარდაჭერებმა სირცხვილიას რეგიონალურ ოფისთან “ცოცხების აქცია” გამართეს. მათ ცოცხებზე სირცხვილიას და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრების სტიკერები გააკრეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ეს იყო კონტრაქცია სირცხვილიას მიერ 3 აპრილს ბათუმში გამართულ დაუმორჩილებლობის წვეულებაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამხარაძე ძალადობის წამხალისებელია. მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ადამიანებს აქტივისტის, გოგი წულაიას გინებისკენ მოუწოდა.