ახალი ამბები მთავარი

მწერალ გურამ დოჩანაშვილს შვილის გვერდით საბურთალოზე დაკრძალავენ

მწერალ გურამ დოჩანაშვილს შვილის გვერდით საბურთალოზე დაკრძალავენ.

დოჩანაშვილი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს. სამებაში სამოქალაქო პანაშვიდი ამ წუთებში მიმდინარეობს.

ცნობისათვის, მწერალ გურამ დოჩანაშვილის  მდგომარეობა ბოლო ორი კვირის მანძილზე მძიმე იყო. მწერალი კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” გუშინ გარდაიცვალა.

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი 82 წლის იყო. მან ბოლო 1 თვე კლინიკაში გაატარა. მწერალს გულსისხლძარღვთა და ფილტვების პრობლემა ჰქონდა.

იტვირთბა....