ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იან კელი: ნატოს ისეთი საქართველო სჭირდება, რომელსაც მრავალპარტიული პარლამენტი ჰყავს

“ნატოს საქართველო სჭირდება, – ისეთი საქართველო, რომელსაც მრავალპარტიული პარლამენტი ჰყავს და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა აქვს. ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. საქართველოს ყველა მეგობარი მხარს დაუჭერს მათ, ვინც ამის მისაღწევად მუშაობს”, – ამის შესახებ ტვიტერზე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი წერს და ამით საქართელოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილი “ნატოს” დაარსებიდან 72 წლის იუბილეს გამოეხმაურა და საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე პოსტ გამოაქვეყნა. პრემიერის განცხადებით, საქართველო აგრძელებს ალიანსის პრინციპების ერთგულებასა და განვითარებას, რათა განზრახვა გავხდეთ სრულუფლებიანი წევრი, სისრულეში მოვიდეს.

იტვირთბა....