ფეისბუქის გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი ერთ-ერთია იმ 500-ზე მეტი მილიონი მომხმარებლიდან, ვისი პირადი მონაცემებიც ჰაკერებმა გაასაჯაროვეს, ამის შესახებ გამოცემა businessinsider წერს.
ფორუმზე, ასევე, გამოქვეყნდა მარკ ცუკერბეგის ინფორმაცია – მისი სახელი, ადგილმდებარეობა, ოჯახური სტატუსი, დაბადების თარითი, “ფეისბუქის” მომხმარებლის ID და მისი ტელეფონის ნომერი.
კიბერმკვლევარი დეივ ვოლკე, ასევე, ადასტურებს, რომ ცნობილი გახდა “ფეისბუქის” სხვა თანადამფუძნებლების პირადი ინფორმაციაც.
პირადი ინფორმაციის გაჟონვის შესახებ დღეს გახდა ცნობილი, ჰაკერების ფორუმზე 106 ქვეყნიდან 533 მლნ ადამიანის პირადი მონაცემები გაასაჯაროვეს – მათ შორის არიან ქართველი მომხმარებლებიც.