კითხვაზე, აპირებს თუ არა თბილსის მერი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მომდევნო დღეებში ისაუბრებს.
“არჩევნებზე, კანდიდატებზე, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დავუბრუნდები უკვე სრულფასოვნად ჩემს საქმიანობას, ამაზე გვექნება ძალიან დიდი დრო ვისაუბროთ და ყველაფერს გეტყვით, ჩემს დამოკიდებულებებსა და ხედვებს,” – აღნიშნა კალაძემ.
აქვე გეტყვით, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკა დღს დატოვა.
კალაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფეისბუქზე 26 მარტს დაწერა. თბილისის მერის თქმით, მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია დაუდასტურდა და კვლევებს იტარებდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა. ექიმის თქმით, კალაძეს ვესტიბულოპათია აქვს.