სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მომხმარებელი გამოგონილი სახელით ვეღარ დარეგისტრირდება. აღნიშნული ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
„ფეისბუქის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სოციალური ქსელის პოლიტიკა იცვლება, რომლის თანახმადაც, მომხმარებელი „ფეისბუქზე“ მხოლოდ ნამდვილი სახელი-გვარით დარეგისტრირებას შეძლებს.
ამავდროულად, „ფეისბუქი“ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გამოგონილი სახელით დარეგისტრირების განსაკუთრებული გარემოება ახსნან.
კერძოდ, როდესაც მომხმარებელი სოციალურ ქსელში „ყალბი სახელით“ დარეგისტრირდება, მას ახსნა-განმარტების წარდგება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის „ფეისბუქში“ ვერ დარეგისტრირდება.
„ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მომხმარებლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.
წყარო: Info 9.ge