ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: ოპოზიციის მანდატების შეწყვეტის მოთხოვნას ალბათ არც ახლა დავუკმაყოფილებთ

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნას დეპუტატის მანდატების შეწყვეტის მოთხოვნას, ხელისუფლება სავარაუდოდ არც ახლა დაუკმაყოფილებს. ამის შესახებ მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

“უშინაარსოა მოლაპარაკება მაშინ, როდესაც იცი, რომ იქით მხარეს არის კედელი და ულტიმატუმი. მაგრამ როგორც კი ჩვენი ოპონენტები, ვინც არ უნდა იყოს, როგორი რადიკალურიც არ უნდა იყოს, როგორი ცუდი წარმოდგენაც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ან ჩვენ მათზე, როგორც კი გამოთქვამენ მზაობას და ამაში ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებიც მიიღებენ მონაწილეობას, ეს კრიზისი მყისიერად აღმოიფხვრება.

მარტივია-გასაღები დევს მათთან, მათ ჯიბეებში და მათ მაგიდებზე, ისევე როგორც მელიას გასაღები დევს მის საკანში, მის ჯიბეში. ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა მათ ქმედებებს დაარქვეს ძირგამომთხრელი საქმიანობა დემოკრატიისთვის, ჩვენ საბოტაჟს ვეძახით, ისინი უფრო შორს წავიდნენ. საბოტაჟი, ეს არის რეალური მოცემულობა მათი მხრიდან. ეს არის საბოტაჟის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება, მათ მიერ მანდატების დატოვების მცდელობა. ჩვენ ამ საბოტჟის წინააღმდეგ ბერკეტი ავამოქმედეთ და არ დავუკმაყოფილეთ ეს, ალბათ ახლაც ასე მივიქცევით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, დღეს “ლეიბორისტულ პარტიის” ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ განიხილავენ ვერსიას, ხელახლა შეიტანოს პარლამენტში განაცხადი, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს შეუწყდეთ მანდატები.

იტვირთბა....