ახალი ამბები მთავარი სამართალი

გომისმთის გზაზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის გზაზე მაშველებმა ახალგაზდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ამოყვანილია.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის ოჯახის წევრები დაკარგულ პირს მეორე დღეა ეძებდნენ.

იტვირთბა....