ახალი ამბები მთავარი ციტატა

ელისო ბოლქვაძე: უნდა შემუშავდეს ერთი დიდი კანონი, სადაც მუსიკალურ ინსტრუმენტებს შეიძენს საქართველო

[su_quote]ინსტრუმენტების უბედურებაა ყველგან. ქუთაისი, სადაც წავედი… მე ერთხელ ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტზე დავუკარი და ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი. ამიტომ, ის სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის გამოსწორებული. ის იყო 5 წლის წინ, საქველმოქმედო კონცერტი, ქვეყნის ხალხი და ეს როიალი კინაღამ დაიშალა. ჩვენ ისეთი რამ უნდა გავაკეთოთ, იამაჰასთან ან რომელიმე ისეთ ფირმასთან, რომელიც ძალიან ძვირი არ არის, რეგიონებს შევუძინოთ როიალები. სხვანაირად გამორიცხულია. ეს არის 100 წლის წინანდელია, არც ამწყობი ყავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ ისნტრუმენტის ამწყობების ტექნიკა. ორი ადამიანია ჩვენთან საქართველოში, ეს უბედურება უნდა დავამთავროთ, სირცხვილია. უნდა შემუშავდეს ერთი დიდი კანონი, სადაც მუსიკალურ ინსტრუმენტებს შეიძენს საქართველო. ამას ვერ შეიძენს ვერ მუნიციპალიტეტები და ვერც კერძო პირები. ჩვეულებრივ, ნორმალურ დონის ინსრუმენტზე მაქვს საუბარი, სადაც ბავშვს არ დაეზარება დაკვრა. გპირდებით, რომ ჩემი ყოფნისას პარლამენტში, ეს ამბავი უნდა გავაკეთოთ[/su_quote]

ეს განცხადება პარლამენტის წევრმა ელისო ბოლქვაძემ რუსთავში გააკეთა. წყარო: ინფო რუსთავი

იტვირთბა....