ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყების ფაქტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე კიდევ ერთხელ ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მეწყრულ ზონაში სამუშაოები კვლავ გრძელდება.
“მაჭავარიანის მეწყერზე, როგორც იცით, გვქონდა მონიტორინგის სისტემა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი რომელიც შედგებოდა გეოდეზიური ათვლის წერტილებისაგან. სეისმური სადგურებისაგან და ა.შ.
მეწყერზე ისე დაიწყეს სამუშაოები, ჩვენმა სეისმოგრაფებმა გაგვაგებინეს, არიქა აქ რაღაც ცუდი ამბავია და გვიშველეთო. ავედით და ტრაქტორებით და ბულდოზერებით იყვნენ შემდგარი მეწყერს.
მოკლედ არც კი ჩათვალეს საჭიროდ დაერეკათ და ეთქვათ მეწყრის შემუსვრას ვიწყებთო. ჩემი ლაივების მერე კომპანია შეშფოთდა და მათგან ზარის ღირსნი გავხდით. რომ იცოდეთ, დროებით სეისმური სადგურები მოვხსენით, სენსიტიური აპარატურაა და ბულდოზერები არ უყვარს.
ჩვენი გეოდეზიური წერტილები, რომელთაც თავად ეს კომპანია იყენებდა ხარისხის გამო, ისიც შემუსრეს!” – წერს თეა გოდოლაძე.