სამართალი

ნეკა დოროყაშვილი: ძალადობას ვეღარ მოვითმენდი, უამრავი მტკიცებულება ადასტურებს ბასილაშვილის ბრალეულობას

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი შაბათის ფორმულას ეთერში აცხადებს, რომ ყოფილი ქმარი მასზე სისტემატურად ძალადობდა. დოროყაშვილის თქმით, ძალადობა დაშორების შემდეგადაც გრძელდებოა. კერძოდ, დოროყაშვილი ამბობს, რომ ბასილაშვილმა მასზე დაშორების შემდეგ პირველად 2020 წლის 21 მაისს იძლადა.

დოროყაშვილი აცხადებს, რომ უამრავი მტკიცებულება არსებობს, რაც ადასტურებს, რომ ჩოგბურთელი მასზე ძალადობდა.

“მე დავშორდი [ნიკოლოზ ბასილაშვილს] იმის გამო, რომ ძალადობას ვეღარ მოვითმენდი. ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი ჩვენი თანაცხოვრების დროსაც. ძალიან დიდი ხნის გაშორებულები ვიყავით ჩვენ და გაშორების შემდეგ, ძალადობას ჰქონდა პირველად ადგილი 2020 წლის 21 მაისს. ზოგადად, მტკიცებულებები რაც საქმეშია, როგორც ვიდეოჩანაწერები, ასევე ვოისები, სმს-შეტყობინებები, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სამხარეულის დასკვნა ჩემი დაზიანების შესახებ – საკმაოდ რთული დაზიანება იყო. უამრავი მტკიცებულება ადასტურებს მის ბრალეულობას, სამწუხაროდ”, – ამბობს დოროყაშვილი.

მისი თქმით, ბასილაშვილმა და მისმა ოჯახმა მოსთხოვა მას, რომ კარიერისთვის და სწავლისთვის თავი დაენებებინა. ნეკას თქმით, მან სამსახურსაც და სწავლასაც დაანება თავი და “ბასილაშვილის კარიერა მისი კარიერა გახდა”.

ბასილაშვილს ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ბასილაშვილს სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. დოროყაშვილის ადვოკატის თქმით, ბასილაშვილი მის კლიენტზე სისტემატურად ძალადობდა. ჩოგბურთელზე და მის მამაზე არაერთი შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

იტვირთბა....