.
წარმოგიდგენთ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც მსოფლიოს ათი უსასტიკესი მმართველია ასახული.
- ატილა, ჰუნების ლიდერი
ატილას, როგორც წყევლას ისე იხსენებენ. ის თავისი ქორწილის ღამეს საკუთარ სისხლში დაიხრჩო.
- იდი ამინ დადა, უგანდას მესამე პრეზიდენტი
ის ადამიანთა უფლებების დარღვევით, პოლიტიკური რეპრესიებით, სასამართლოს გარეშე გადაწყვეტილი მკვლელობებით, ნეპოტიზმით და კორუფციით გამოირჩეოდა. იდი ამინი კომაში ჩავარდნილი გარდაიცვალა.
- პოლ პოტი, კამბოჯის კომუნისტი რევოლუციონერი
მისი ისტორია სავსეა სასტიკი დანაშაულებებით და კამბოჯელების გენოციდით. ის გულის შეტევით დაიღუპა, როცა გაიგო, რომ სასამართლოს წინაშე წარსდგებოდა.
- ჩინგიზ ხანი, მონღოლეთის ლიდერი
მის პასუხისმგებლობაზეა გაუპატიურება, წამება, მილიონობით ადამიანის სიკვდილი. ჩინგიზ ხანის სიკვდილის მიზეზი უცნობია.
- ივანე მრისხანე, რუსეთის იმპერიის მეფე
ივანე მრისხანე ცნობილი იყო აშკარა პარანოიით და სასტიკი ქცევით გარშემომყოფების მიმართ. ის დაიღუპა შეთქმულების შედეგად, ჭადრაკის თამაშისას.
- მაო ძედუნი, ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის ლიდერი
მისი კანონების და მმართველობის შედეგად ჩინეთსა და ტიბეტში 70 მილიონი ადამიანი დაიღუპა. მაო ძე დუნი გულის შეტევით გარდაიცვალა.
- ნერო, რომის იმპერატორი
ნეროს მმართველობის სტილი ასოცირდება ტირანიასთან. მან მოკლა დედა, ცოლი და ახალგაზრდა ძმა. დიდი ხანძარი რომში მას უკავშირდება. ნერომ თავი მოიკლა.
- ვლად ცეპეში, იგივე ვლად დრაკულა, ან ვლად სარზე გამსმელი, ვლახეთის მმართველი (რუმინეთი)
ვლად ცეპეში გამოირჩეოდა ადამიანების და ცხოველების სასტიკი მეთოდებით წამებით გართობისკენ. სარზე გასმა მისი დასჯის მთავარი მეთოდი იყო. ის დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების დროს.
- ადოლფ ჰიტლერი, გერმანიის ლიდერი
ჰიტლერის განსაკუთრებული სისასტკე ებრაელების მიმართ ვრცელდებოდა. მისი მთავარი მიზანი მსოფლიოს დაპყრობა იყო. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
- სტალინი, საბჭოთა კავშირის ლიდერი
მის პასუხისმგებლობაზეა ადამიანების გენოციდი. სტალინი ბრძანებით მოკლული ადამიანების რაოდენობა დანარჩენი ყველა ტირანი ლიდერისას აღემატება. სტალინი გულის შეტევით გარდაიცვალა.