ახალი ამბები მთავარი ციტატა

სოხაძე პოზნერზე: არ არის სასურველი სტუმარი, მაგრამ საზოგადოებამ ასე უნდა სდიოს კარდაკარ? იქ სობჩაკი ჩამოვა…

[su_quote]ფორმა [პროტესტის] იყო მართლა, მაპატიოს ყველამ, მაგრამ არ ვიცი რა სიტყვა ვთქვა, არ იყო ისეთი, როგორიც შეგვეძლო. რასაკვირველია, ცუდია, როდესაც ადამიანი ვერ გიტანს, შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდაა, არ არის სასურველი სტუმარი, მაგრამ საზოგადოებამ ასე უნდა სდიოს კარდაკარ? იქ სობჩაკი ჩამოვა… შარშან არ ყოფილა პოზნერი, მაგრამ ზაფხულში, როგორც ვიცი 60 წუთის წამყვანი, ცოლ-ქმარი, გვარი არ მახსოვს, ბათუმში ისვენებდნენ, არავის გაუგია მათი ჩამოსვლა და წასვლა. ისინი მართლა ვერ გვიტანენ, ველურებად გვსახავენ. იქნებ შეიძლებოდეს, რაღაც სიები იყოს, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის, ვიცი, რომ გაზმანოვი არ შეუშვეს. ერთხელ თქვა, რომ ცუდები არიან ბალტიისპირელებიო და მათთვის გახდა მიუღებელი. ხომ შეიძლება იყოს სია ამ ადამიანები, ეს უნდა იყო დასაბუთებული, საფუძველი უნდა ჰქონდეს. 13 ივლისს იქნება იუბილე ვლადიმერ შაინსკის, რომელიც ჩემი უახლოესი ადამიანი იყო. როგორი დაპატიჟებული ვიყავი, არ იცით, მაგრამ ავუხსენი, რომ ვერ ჩავალ მოსკოვში, თან იუბილე იქნება კრემლში. ორი რუსეთის არსებობას ვერ გეტყვით, მაგრამ მეგობრები ვინც იქ მყავს, ძალიან ნორმალური ადამიანები არიან, ესმით, რომ რუსეთი ჩვენს წინაშე დამნაშავეა, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ[/su_quote]

ასე გამოეხმაურა ღამის კურიერის ეთერში მომღერალი ირმა სოხაძე საქართველოში რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს.

იტვირთბა....