aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

კახაძე 20 ივნისზე: ის [აქცია], რომ მშვიდობიანი ყოფილიყო, თვალს არავინ დაკარგავდა

დაკარგულ თვალს ვეღარ დააბრუნებს ვერავინ, სამწუხაროდ. მე ამ შემთხვევაში ცოტა სხვა კუთხით ვიტყოდი. მათთან ნებისმიერი ადამიანი ვალშია, ისინი სხვა აღტკინებით გამოვიდნენ. იმათ მიზნადაც არ ჰქონდათ სახელმწიფო სტრუქტურების ხელყოფა, ისინი უდანაშაულოები არიან, მაგრამ ამ ადამიანების იქ ყოფნაში ვადანაშაულებ იმ მიზეზის ძირითად არსს, რომელმაც შტურმი გამოიწვია. ის [აქცია], რომ მშვიდობიანი ყოფილიყო, თვალს არავინ დაკარგავდა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ნებისმიერი პროვოცირების დროს, მარტივ მაგალითს გეტყვით, სტადიონზე ბევრი ადამიანი დაღუპულა, პროვოცირების შემთხვევაში ტრიბუნა ჩამონგრეულა, ფეხბურთელებს ხომ არ დააბრალებ? ამიტომ, ამ შემთხვევაში ვინც პროვოცირება გამოიწვია ამის, ისინი არიან დამნაშავენი იმათ თვალის დაკარგვაში. რასაკვირველია, იმათთან ერთად… ბრძანება შეიძლება, შეასრულო სწორად და შეიძლება, არასწორად შეასრულო. ვინც არასწორად შეასრულა ბრძანება, ისინიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმიყოფებიან და პასუხს აგებენ იმ გადაცდომისთვის, რაც ძალის გადამეტებას ნიშნავდა
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ მეტრონომთან ბლიც-ინტერვიუს დროს განაცხადა

იტვირთბა....