[su_quote]მე ნიკოლოზ ბასილაშვილის დედ-მამას ისე ახლოს ვიცნობ, იმდენი დრო გამიტარებია მის მამასთან, ჩემი ყრმობის მეგობარია, ნიკოლოზ ბასილაშვილი ისეთი დედ-მამის შვილია, ამ წიაღიდან ბოროტი კაცი არ დაიბადებოდა არც ერთ შემთხვევაში, ამის გარანტია შემიძლია, მოგცეთ. ეს ადამიანი ყველანაირ ცხოვრებისეულ ქარტეხილში მინახავს და როგორი გაწონასწორებული, როგორ სირთულეებში, როგორ თამამად და ღირსეულად გამოსულა… ამიტომ, აქ იყო აქცენტი გაკეთებული. ისე, მუცლად მყოფი ადამიანი ცუდის და კარგის გარჩევის ბარომეტრია, ეს დანამდვილებით შემიძლიათ, გითხრათ. მუცლად მყოფ ნაყოფს ბევრჯერ დავკვირბებივარ და ცუდი სიტყვები რომ ილაპარაკო, მუცლად მყოფი ნაყოფი იმწუთას შეამჩნევს. როგორც კი ნანას იმღერებ, იმწუთასვე წყნარდება. ორსული ქალი საერთოდ სამყაროს ბარომეტრია. თუ მსოფლიო ორსულ ქალზე სწორად იქნება ორიენტირებული, მაშინ ნაკლები ომები იქნება[/su_quote]
ასე განმარტა მეტრონომთან ბლიც-ინტერვიუს დროს ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძე მის მიერ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილზე ნათქვამი ფრაზა, რომ “გაჩენამდე ჰყავდა ნანახი”
ბასილაშვილს ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ბასილაშვილს სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. დოროყაშვილის ადვოკატის თქმით, ბასილაშვილი მის კლიენტზე სისტემატურად ძალადობდა. ჩოგბურთელზე და მის მამაზე არაერთი შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.