ახალი ამბები მთავარი ციტატა

სააკაშვილი პოზნერზე: ბოტებს დაავალეს – სააკაშვილმა რომ სობჩაკი ჩამოიყვანაო? სობჩაკი პუტინთან მებრძოლია

[su_quote]დააკვირდით, ივანიშვილის ბოტებმა რა ამბავი ატეხეს, ვაჟა-ფშაველა, დღეს სტუმარია ჩვენი… სტუმარი არ არის, ეს არის ის ადამიანი, რომელმაც 2008 წელს პუტინმა გამოაგორა. პოზნერი არის ძველი კაკებეშნიკი, რომელიც პუტინმა გამოაგორა 2008 წელს – ეს არის საქართველოს დაუძინებელი მტერი!დიახ, სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს და მტერს უნდა მოეპყრო, როგორც მტერს! ქართულმა ახალგაზრდობამ შეუსრულა ამ პოზნერს და რუსულ პროპაგანდისტებს და ძალიან ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით, ჩვენი პატრიოტული სულით და ჩვენი ქართველობით! ყველაფერი კარგად იქნება! “ბოტებს“ მისცეს დავალება, აბა, სააკაშვილმა რომ ჩამოიყვანა სობჩაკი? ჯერ ერთი, სობჩაკი არის პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი მთელი ეს წლები. მეორე, თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომეზომოთ, რამდენი უნდა მედავოთ. ამდენი წელია, არ მიშვებთ საქართველოში და კიდევ მე მეზომებით? ეს ხომ ნიშნავს, რომ სრული არარაობები ხართ, არავინ არ ხართ. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს თქვენს ძალიან სიპატარავეს, რომ საქართველო არ გიყვართ, გეზიზღებათ თქვენი ქვეყანა, თქვენ ხართ საქართველოს მოღალატეები[/su_quote]

ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს

 

 

იტვირთბა....