[su_quote]ვლადიმირ პოზნერს სავიზო რეჟიმი არ დაურღვევია. ის არის ამერიკის მოქალაქე, ეროვნებით ებრაელი, საფრანგეთის მოქალაქე და იყო სტუმრად ჩამოსული. ამას უნდა აპროტესტებდნენ ისეთი ადამიანები და ისეთი პარტიის წევრები… პარტიას, რომლის საპარლამენტო სიის ნომერ პირველი წევრი, ბუბა კიკაბიძე, პრეზენტაციას რუსული სიმღერით ხნის და ამას დიდი სიხარულით უყურებს მთელი პარტია, პარტიები, რომელთა ლიდერებმაც ზუსტად იმ რუსეთში მიიღეს განათლება, თან ისეთ მომენტში, როდესაც ნამდვილად ეჭქვეშაა დასაყენებელი მათი აგენტობა არაგენტობის თემა, პარტიებმა, რომელთაც ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, სადაც შავით-თეთრზე დაფიქსირებული იყო, რომ საქართველომ დაიწყო ომი და რა ვიცი, რამდენი ერთი ჩამოგითვალოთ, პარტია, რომელიც ფიქრობს დღენიადაგ ფიქრობს, რა ავნოს ქვეყანას, არ აქვს გააპროტესტოს ის, პოზნერი 87 წლის ასაკში დაბადების დღეს აქ აღნიშნავს თუ არა. ყველაზე მთავარია, რომ თუ პოზნერმა რამე დაარღვია, ამაზე საქართველოს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა – დაჯარიმდა სასტუმროც, პოზნერიც, საუბარია კოვიდშეზღუდვებზე. ვისურვებდი, როგორც ქალი პარლამენტარი, ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე პარტიის ქალებს მოვუწოდებდი ოპოზიციაში, ახლა იმის დრო არ არის, რომ ქვეყანა და ხელისუფლება ასე ძიძგნო. მაშინ, როდესაც მსოფლიოში პანდემიაა, მსოფლიო ეკონომიკა უკან იხევს, ჩვენ ამ პატარა ქვეყანას ასე გვიჭირს პანდემიასთან გამკლავება, იმის დრო არ არის, რომ ვიწრო პარტიული ინტერესების გულისთვის, ასეთი კონცერტები გამართო და სასაცილოდ გაიხადო თავი[/su_quote]
ეს განცხადება ქართული ოცნების დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტის თემის კომენტირებისას გააკეთა