ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, სადაც დღეს პოლიტსაბჭო იმართება სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა ადგილზე მავთულხლართები და ბანერები მიიტანეს, სადაც წერია: “აფხაზეთი საქართველოა”, “დიდება გმირებს” და ა. შ.
ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი „შეცვალეს” ერთ-ერთი წევრის, დეა სამარბეგიშვილზე დაყრდნობით წერს, დაკავებულია სულ 11 პირი.