ახალი ამბები მთავარი ციტატა

ზავრადაშვილი პოზნერზე: საიდან იშოვეს შუაღამისას კვერცხები თუ წინასწარ არ მოიმარაგეს? ფსევდოპატრიოტიზმი მაგიჟებს

[su_quote]საერთოდ კითხვა მაქვს, შუაღამისას საეიდან ქონდათ ის კვერცხები თუ წინასწარ არ ჰქონდათ მომარაგებული? ეს ფსევდოპატრიოტიზმი მაგიჟებს, წმინდა წყლის ფსევდოპატრიოტიზმი. ძალიან კარგად იცოდნენ როდის ჩამოვიდა, ძალიან კარგად იცოდნენ სად იყო და თუ რაიმე ქმედება უნდოდათ, საიდან იშოვეს შუაღამისას კვერცხები ან ის, რასაც ისროდნენ, რომელი მაღაზიაში იყიდეს თუ წინასწარ არ ჰქონდათ დაგეგმილი? სირცხვილია! ქვეყნის სიყვარული არ უნდა გაძლევდეს იმის უფლებას, რომ ასე მოიქცე, როცა შენ ქვეყანას ასე უჭირს. მსოფლიოს უჭირს ეკონომიკურად ამ პანდემიის გამო. იმის მაგივრად, რომ ყველანაირი ვიწრო ამბიციები უკანა პლანზე, დაკავებულები ვართ აბსოლუტურად უაზრო პროვოკაციებით. მათ უნდოდათ ქვეყნის დისკრედიტაცია. იციან, რომ ტურიზმი საქართველოში ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სფეროა და ამ სფეროს დაარტყეს და ერთი სული აქვთ ქართველ ხალხს ისე როგორ გაუჭირდეთ, რომ ამით რამენაირა ისარგებლონ და როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ[/su_quote]

ეს განცხადება ქართული ოცნების დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტის თემის კომენტირებისას გააკეთა

იტვირთბა....