ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ელისო კილაძევ, შენ პასუხს აგებ…”

გუშინ, გადაცემა “არჩევანში” ჟურნალისტ ელისო კილაძესა და დეპუტატ, ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს შორის დებატები გაიმართა. მათ შორის კამათი ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა. ორივე მხარემ თავისი არგუმენტები წარმოადგინა. ბოლოს, მანანა კობახიძე ჟურნალისტს დაემუქრა, რომ იგი ამ ბრალდებებისათვის აუცილებლად აგებს პასუხს.

“ელისო ილაძევ, შენ აუცილებლად აგებ პასუხს…” – ღიმილით განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ, საკრებულოს დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს „ოცნების“ მაღალჩინოსნების მისამართით „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი, ელისო კილაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მასაც აქვს გარკვეული ინფორმაცია და ეჭვი, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ ფულს იღებდნენ  – მისი თქმით, ამ პოლიტიკოსებს შორის ეკა ბესელია და მანანა კობახიძე არიან.

იტვირთბა....