[su_quote]მოსახლეობის პროტესტი პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, არის სამართლიანი. ძალიან არასწორია, როდესაც ასეთი რამეების თავიდან აცილება არ ხდება. ზუსტად ისეთივე პროტესტი გამაჩნია ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ამ საკითხებთან დაკავშირებით კრემლის რუპორია. არის მეორე საკითხი, როგორ გამოხატავ ამ პროტესტს და ჩემი აზრით, არის რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც ადამიანი არ უნდა გადავიდეს. ასეთი ნაძირალა საქართველოს მტერი ბევრია, მაგრამ სოლიდურობა და წონასწორობა არ უნდა დაკარგო ამ პროტესტის გამოხატვის დროს. ასეთი აჟიოტაჟი და გამოხატვის ფორმები, არასწორია. პოლიტიკოსი ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არ უნდა იყო მომართული. პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმას ავირჩევდი. მაგალითად, მისვლა იგივე და დადგომა, რომ თქვენი ჩამოსვლა არ არის მისალმებული საქართველოს მოსახლეობის მიერ[su_quote]
ასე გამოეხმაურა ტვ პირველთან საუბრისას საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს