ახალი ამბები მთავარი ციტატა

ოქიტაშვილი პოზნერზე: კვერცხები არის უბედურება, ვისაც საქართველო არ უყვარს, ჩემთვის მიუღებელია

[su_quote]ვისაც არ უყვარს ჩემი სამშობლო, ვისაც არ უყვარს ჩემი აფხაზეთი და ოსეთი და აკეთებენ ასეთ განცხადებებს, ჩემთვის ასეთი ადამიანები მიუღებლები არიან. სტუმარს სხვანაირად უნდა დახვდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინიც თუ ფიქრობენ, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის, ისინიც მიუღებლები არიან ჩემთვის, ვინც არ უნდა იყოს. ყველაზე მეტად რაც გამიკვირდა არის ის, რომ როგორც გავიგე, პოზნერი სამი წლის განმავლობაში აქ აღნიშნავდა დაბადების დღეს. მაშინ რატომ არ მოხდა იმ ადამიანების ასეთი აღშფოთება, რომლებმა ზედმეტად გადააჭარბეს. მე ვიცი, რომ ოპოზიციასაც ტკივა აფხაზეთი და პოზიციასაც, მაგრამ გმაოხატვის ფორმები ცოტა ზედმეტი იყო. იქ შეიძლება იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც ასე არ ფიქრობდნენ და კვერცხები და ასეთი რამეები, არის უბედურება. 2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა, როდესაც მიხალკოვი პუტინთან სახლში დადის და ჩაის სვამს. მისი შვილის ქორწილში რომ შალახოს ცეკვავ, ეს არის ორმაგი სტანდარტი. 2011 წელს პუტინი კარგი იყო და აფხაზეთი ჩვენი იყო? მივესალმები ყველა ახალგაზრდას ვისთვისაც ასეთი განცხადებები მიუღებელია და აპროტესტებს, მაგრამ ფორმაც მოსაფიქრებელია. ტურისტიც უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ასეთ განცხადებებს ვინც აკეთებს, მისი ჩამოსვლა ჩემთვის მიუღებელია[/su_quote]

ასე გამოეხმაურა მეტრონომთან საუბრისას კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი საქართველოში რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს

იტვირთბა....