ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დიმიტრი გაბუნიამ დატოვა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში აღნიშნულია:

“გათავისუფლდეს დიმიტრი გაბუნია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან 2021 წლის პირველი აპრილიდან, პირადი განცხადების საფუძველზე”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

იტვირთბა....