ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლომჯარია: “რუსი ჟურნალისტის მხრიდან ე.წ კომენდანტის საათის დარღვევა, გამოძიების საგანი უნდა გახდეს”

რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ნინო ლონჯარიას თქმით, სახელმწიფოს ჰქონდა ბერკეტები სურვილის შემთხვევაში რუსი ჟურნალისტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არ დაეშვა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ცალკე საკითხია გადაადგილების ნებართვაც. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ე.წ კომენდანტის საათის დარღვევა რუსი ჟურნალისტის და მისი სტუმრების მხრიდან, გამოძიების საგანი უნდა გახდეს, ჰქონდათ თუ არა მათ გადაადგილების ნებართვა.

შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.

სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.

იტვირთბა....