ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრაირქოსთან, სადაც პეტრე ცაავა და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ, სიტუაცია დაიძაბა

თბილისში, საპატრაირქოს შენობასთან, სადაც ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ, სიტუაცია დაიძაბა. პატრიარქის მომხრესა და აქციის ერთ მონაწილეს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. ამის შესახებ ადგილიდან “მეტრონომის” რეპორტიორი იუწყება.

აქციის მონაწილეები პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ. პეტრე ცაავასთან ერთად, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, გიორგი მამალაძე იმყოფება.

როგორც პეტრე ცაავამ განაცხადა, აქციები ყოველ ხუთშაბათს გაიმართება. ამ დროისთვის საპროტესტო აქცია უკვე დასრულებულია.

საპატრიარქოსთან ასევე იმართვება პარტიარქის მხარდამჭერი აქციაც.

ადგილზე ამ დროისთვის ხმაურია, მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

ცნობისათვის, 2019 წელს მეუფე პეტრე ცაავა დასაჯეს და ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენეს.

 

იტვირთბა....