რუსული ვალუტა დოლართან მიმართებაში კიდევ 60,5 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც რეკორდულ მაჩვენებელს 70,83 პუნქტს მიაღწია. ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, დღემდე ყველაზე დაბალ მაჩვენებლად 70.75 რუბლი ითვლებდა, თუმცა, დღევანდელი მაჩვენებული თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულად.
გუშინ, ნავთობის მსოფლიო ფასების 37 დოლარზე მეტად გაიაფების შემდეგ, მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსმა 71 რუბლს გადააჭარბა და 71,225 პუნქტზე დაფიქსირდა. ევროს კურსმა კი 73,6 რუბლს მიაღწია.
„კომერსანტის“ ცნობით, სავალუტო კურსების რყევის კომენტარისას რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს პროცესები კრემლის შეშფოთებას იწვევს და ისინი პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან. აღნიშნული განცხადება პესკოვმა გააკეთა შეკითხვაზე პასუხისას, რუბლის რომელ კურსს ჩათვლიან კრემლში კრიტიკულად.