ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეს 18:00 საათიდან PFIZER-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას 65 წლის ზემოთ პირები შეძლებენ”

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს 18:00 საათიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, “ფაიზერით” აცრაზე დარეგისტრირება 65 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“დღეს 18:00 საათიდან PFIZER-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები შეძლებენ. სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების PFIZER-ით ვაქცინაცია 15 აპრილიდან 6 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი:

– თბილისი: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა. – ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. – ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.

პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/ ” – ნათქვამია ინფორმაციაში. 

იტვირთბა....