სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა ახალი ფილმის გადაღებას ოკუპირებულ აფხაზეთში გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას “სპუტნიკ აფხაზია” აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ცნობილი კინორეჟისორი ფილმის გადაღებებს მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაიწყებს.
როგორც კუსტურიცა აცხადებს, თვითონ ოკუპირებულ აფხაზეთში ჯერ არ ყოფილა, თუმცა მისი ასისტენტების რეკომენდაციითა და ფოტოებით ძალიან მოიხიბლა.
ფილმის სამუშაო სახელწოდებაა “დიდი არეულობა პატარა ქვეყანაში”.
შეგახსენებთ, ემირ კუსტურიცა 2009 წელს ცხინვალშია ნამყოფი, ფილმისთვის მასალების მოსაძიებლად.