ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კანდელაკი: “დელეგაციას საშვები მინიჭებული ჰქონდა და ინფორმირებული იყო შს მინისტრიც”

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთელ ამ დელეგაციას ჰქონდა საშვები მინიჭებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უმაღლეს დონეზე და ამ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც”, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე “ვეროპული საბჭოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა და ამით რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც გიორგი კანდელკმა აღნიშნა, საზოგადოების აღშფოთება, რომელიც მისმა ვიზიტმა გამოიწვია, სამართლიანი იყო.

“ამან გამოიწვია სამართლიანი აღშფოთება საზოგადოების, მაშინ, როცა კეთილსინდესიერი მოქალაქეები ჩარაზული არიან სახლში. ეს ხალხი მიაცილა რესტორანში საქეიფოდ პოლიციის ესკორტმა, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა წინასწარ საშვების გაცემის და შეთანხმების გარეშე, ისევე, როგორც რესტორნის გახსნა. რა დააშავა უამრავმა რესტორანმა, რომელიც ვერ იხსსნება?!

ამავე დროს, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ორი პიროვნების შესახებ, რომლებიც ამ დელეგაციაში იყვნენ და ესწრებოდა გუშინდელ ქეიფს. ეს არის მიხეილ კუსნეროვიჩი, რომელიც არის ცნობილი რუსი ბიზნესმენი და მედვედევის უახლოესი მეგობარი, უშუალოდ მასთან დაკავშირებული, მათ შორის აქტიურობდა მედვედევთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ასევე იყო დავით დავიდოვიჩი, რომელიც არის რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი, მასთან ძალიან ახლოს აფილირებული პიროვნება.

პოზნერი არის ვეტერანი ვარსკვლავი ჯერ კიდევ საბჭოთა და შემდეგ რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის მანქანის. ბატონი პოზნერი ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა კავშირის ინგლისურენოვან მაუწყებლობას საზღვარგარეთ, რაც იყო უშუალოდ დაკავშირებული საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან, “კაგებესთან” და იგი სხვადასხვა ისტორიულ მომენტებში იცავდა საბჭოთა კავშრის და შემდეგ უკვე რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას სხვადასხვა ქვეყნების მიმართ”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისათვის, ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია – “აფხაზეთის სახალხო მოძრაობა”-  ოკუპირებულ აფხაზეთში, სოციალურ ქსელით განცხადებას ავრცელებს და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მიმართვაში ისინი ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღეს ულოცავენ და ოკუპირებულ სოხუმში ეპატიჟებიან.

შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.

სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.

 

იტვირთბა....