ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია – “აფხაზეთის სახალხო მოძრაობა”- ოკუპირებულ აფხაზეთში, სოციალურ ქსელით განცხადებას ავრცელებს და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მიმართვაში ისინი ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღეს ულოცავენ და ოკუპირებულ სოხუმში ეპატიჟებიან.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ქართველებს კავკასიური სტუმართმოყვარეობა დავიწყებული აქვთ და ნამდვილ კავკასიურ ტრადიციებს ოკუპირებულ აფხაზეთში გააცნობენ.
“საქართველოში მომხდარი მოვლენები ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის გარშემო, თვალნათლივ აჩვენებს, რამდენდაც კავკასიის ეს რესპუბლიკა დასავლური ღირებულებებს დაუახლოვდა იმდენად დასცილდა საკუთარ და კავკასიურ კულტურას. სტუმართმოყვარეობის ტრადიცია, რომელიც კავკასიელებს სისხლში გვაქვს, მუდამ მნიშვნელოვანი იქნება. პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, პირველ რიგში გილოცავთ დაბადების დღეს და მეორე, გიწვევთ აფხაზეთში, რათა გაჩვენოთ ნამდვილი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.
საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.
სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.