[su_quote]ქვეყნის შიგნით არიან დესტაბილიზატორები. ფეისბუქში წავიკითხე ვადამდელი არჩევნებიო. იდიოტი უნდა იყო ამას რომ იმეორებდე. ჩამოვიდა ევროპის პრეზიდენტის დავალებით ადამიანი, დოკუმენტი დადო, სადაც ეგ სიტყვა საერთოდ არ წერია. როდესაც ვადამდელ არჩევნებს ამბობ ულტიმატუმის სახით, ნიშნავს, რომ არც ამერიკას სცემ პატივს, არც ევროპას და არავის სცემ პატივს. მარტო ერთ ადამიანს სცემ პატივს – პუტინს, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა. ყველა ადამიანი, რომელიც ვადამდელ არჩევნებზე აკეთებს აქცენტს, პუტინის დამქაშია, პუტინის მონაა[/su_quote]
ეს განცხადება ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ მეტრონომთან საუბრისას რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტის თემის კომენტირებისას გააკეთა.