სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას რეფერენდუმის დღესა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს ულოცავს.
პრეზიდენტი მილოცვალს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე და რეფერენდუმის დღეა! ყველას გილოცავთ ამ სიმბოლურ თარიღს! უნდა გვახსოვდეს, რომ რეფერენდუმის შედეგები და მის საფუძველზე აღდგენილი დამოუკიდებლობა ყველას გვავალდებულებს – გვევალება ამ მონაპოვრის დაცვა და მას გამყარება სჭირდება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.