ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალური ქსელის საშუალებით ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს ეხმიანება.
როგორც კობახიძე წერს, ივანე მაჭავარიანმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარების მობილიზებაში.
“ვანო მაჭავარიანს მადლობას ვუხდი ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარმატებული მუშაობისთვის. ვანომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარების მობილიზებაში. ვუსურვებ, წარმატებებს სამომავლო საქმიანობაში“, – წერს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარაიანმა თანამდებობა დღეს დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში გეგმავდა.