ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძე: “ჯერ პრემიერის, ახლა კი ფინანსთა მინისტრის გადადგომა, მეტყველებს, რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა”

“ჯერ პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ახლა კი ფინანსთა მინისტრის, მეტყველებს, რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა”, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის თანამდებობის დატოვების საკითხს.

ბობოხიძემ მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი არაა მინისტრთა გადადგომა, არამედ ეფექტიანი პოლიტიკური შეთანხმებებია.

„ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჯერ პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ახლა კი ფინანსთა მინისტრის, მეტყველებს, რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა და გამოსავალი, სამწუხაროდ, მინისტრების გადადგომა არ არის. გამოსავალს გაცილებთ უფრო ეფექტიანი პოლიტიკური შეთანხმებები სჭირდება, რათა ამ ქვეყანამ თავი დააღწიოს იმ პრობლემებს, რაც „ქართული ოცნების“ 9-წლიანმა მმართველობამ შექმნა“,- განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარაიანმა თანამდებობა დღეს დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ  თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში გეგმავდა. 

იტვირთბა....