aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

წილოსანი მაჭავარიანზე: “ჩვენი ქვეყნის საჯარო მოხელეობა საკმაოდ მძიმე ტვირთია”

ადამიანურად მესმის ამ გადაწყვეტილების, რადგან პოლიტიკა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საჯარო მოხელეობა საკმაოდ მძიმე ტვირთია და გარკვეულწილად, შეიძლება, გავიგო მისი ეს გადაწყვეტილება. მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდა რამდენჯერმე ეს მოსაზრება, თუმცა ესე გადაწყვეტილი არ იყო. გარკვეულწილად, ალბათ, ანგარიში გაუწია იმ ეკონომიკურ მოცემულობას, რომელშიც ქვეყანა არის. თუმცა ვიცი, რომ მას საჯარო სექტორში მას მოღვაწეობა აღარ უნდოდა. სხვა დამატებითი დეტალები ჩემთვის უცნობია.
aviabiletebi
ავიაბილეთები

ნინო წილოსანი – “ქართული ოცნების” დეპუტატი

აღნიშნული განცხადება მან ივანე მაჭავარიანის მიერ ფინანსთა მინისტრის პოსტიდან წასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარაიანმა თანამდებობა დღეს დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ  თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში გეგმავდა. 

იტვირთბა....