საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.
რა გახდა მაჭავარიანის გადაწყვეტილების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. ის მინისტრთა კაბინეტში ვიცე- პრემიერის პოსტსაც იკავებდა.
ცნობისათვის, მან ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 2018 წლის 12 ივნისს დაიკავა, ვიცე-პრემიერის პოსტი კი, 2021 წლიდან. ივანე მაჭავარიანი უკვე მეორე მინისტრია, ვინც ბოლო 2 თვის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტი დატოვა.