ახალი ამბები ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, 1-ლი აპრილისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.

1 აშშ დოლარი ხვალ  3.4464 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.4118  ლარი ღირდა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ასევე, შედარებით გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 4.0426 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0044  ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 1-ლი აპრილისთვის ამოქმედდება.

იტვირთბა....