ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

საქართველოს ეკონომიკა თებერვალში 5,1 %-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ საქართველოს ეკონომიკა ვარდნას განაგრძობს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი -8.3 პროცენტია.

უწყება წერს, რომ 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული
საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა.

საქსტატის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თებერვალში იმპორტმა 618,2 მლნ. შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით დაახლოებით 70 მლნ-ით მეტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც უწყებრივი სტატისტიკის საფუძველზე იანგარიშება.

იტვირთბა....