ახალი ამბები ციტატა

კახაძე: “საარჩევნო უბანზე შედიოდნენ საბჭოთა მოქალაქეები, გამოდიოდნენ დამოუკიდებელი ქართველები”

[su_quote] რეფერენდუმზე (1991 წლის 31 მარტს) საქართველოს ბინადართა აბსოლუტურმა უმრავლესობამ შემდეგი პროცედურა გაიარა: საარჩევნო უბანში შედიოდნენ ე.წ. საბჭოთა მოქალაქეები, პასპორტი ქადაგებდა ამას და აი ამ “დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე” ხელის შემოვლების შემდეგ, უკვე საარჩევნო უბანს ტოვებდნენ დამოუკიდებელი ქართველები. ეს დიდი ემოციური განცდა იყო, ძალიან დიდი. ამას ქართველი არასოდეს არ დათმობს, საქართველოს არცერთი ბინადარი. [/su_quote]

ლადო კახაძე – “ქართული ოცნების” დეპუტატი.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დღეს, 31 მარტს, ქვეყანაში აღინიშნება 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის 30-ე წლისთავი. რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გაათავისუფლა საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან.

იტვირთბა....