ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მთავარი პროკურორი დაიკითხება, შესაძლოა პრეზიდენტიც დაიკითხოს

შეწყალების კომისიის საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი დაიკითხება – ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნათია სუხიაშვილმა მიაწოდა.

“გამოძიების ფარგლებში ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი დაიკითხება, რომელთანაც ალეკო ელისაშვილს შეხვედრა იმავე დღეს ჰქონდა, რა დღესაც მთავარ პროკურატურაში, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს შეხვდა”, – ამბობს სუხიაშვილი, რომელმაც ასევე მისცა ჩვენება ამ საქმეზე. მისი თქმით, ბადაშვილისა და ელისაშვილის შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა.

რაც შეეხება ამ საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დაკითხვის ალბათობას, ამ კითხვაზე სუხიაშვილმა კონკრეტული პასუხი არ გასცა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ “თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, დაიკითხებიან პირები, რომლებსაც შეხება აქვთ ამ საქმესთან”.

იტვირთბა....