ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზუგდიდში მატარებელი ქალს დაეჯახა

ზუგდიდში, რკინიგზის სადგურზე მატარებელი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც მძიმე დაშავდა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს საქმეზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციითვე, დაშავებული გადაყვანილია კლინიკაში.

იტვირთბა....