დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, “აჭარის, გურიისა და იმერეთის სოფლებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება.” ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
“წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება. იმერეთში, ჭიათურის რაიონის მაღაროებში გვაქვს ბევრი შემთხვევა, იგივე ითხვისის მაღაროებსა და სოფლებში, “აჭარა ტექსტილში” არის ბევრი შემთხვევა, გვაქვს მცირე ეპიდაფეთქებები… რა თქმა უნდა ამ ადგილებში წერტილოვანი შეზღუდვები იგეგმება და ტარდება კიდეც”, – განაცხადა გამყრელიძემ.