ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე: “პირდაპირი კავშირი აცრასა და ექიმის გარდაცვალებას შორის დადგენილი არ არის”

თბილისში 52 წლის ექიმის გარდაცვალების შესახებ პირველად ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ავრცელებს. როგორც მინისტრმა თქვა, „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება კორონავირუსზე აცრას არ უკავშირდება.

„რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის. მიმდინარეობს მოკვლევა. მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

ცნობისათვის, „მედკაპიტალის“ ექიმმა კორონავირუსზე აცრა ორი კვირის წინ გაიკეთა, თუმცა კლინიკა მის გარდაცვალებასთან ვაქცინაციის კავშირს გამორიცხავს. ცნობილია, რომ ექიმს გულის იშემიური დაავადება ჰქონდა.

იტვირთბა....