ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: “დღეს 30 წელი შესრულდა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში 1991 წლის 31 მარტის თარიღს ეხმაურება, როდესაც ჩატარებული რეფერენდუმით საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

“დღეს 30 წელი შესრულდა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

​დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც ამ ისტორიული მოვლენის მთავარი სულისჩამდგმელი იყო. სრულიად საქართველოს ვულოცავ რეფერენდუმის დღეს და ვუსურვებ სახელმწიფოებრიობის შემდგომ განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების განუხრელ ერთგულებას!” – წერს ირსკლი კობახიძე.

 

იტვირთბა....