საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში გასაჯაროვდა, სადაც საუბარია მედიის გამოხატვის თავისუფლებაზე. დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არასამთავრობოების მხრიდან მძაფრადაა გაკრიტიკებული საზგადოებრივი მაუწყებლისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მჭიდრო კავშირი მმართველ ძალასთან.
ანგარიშში, ასევე ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ ქვეყანაში ძირითადად გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო. თუმცა სახალხო დამცველის ანგარიშში მაინც მოხვდა ისეთი საქმეები, სადაც ჟურნალისტების მიმართ იყო გარკვეული პოლიტიკური დევნის ნიშნები გამოიკვეთა.
“კონსტიტუცია და კანონი გამოხატვის თავისუფლებას ითვალისწინებს, მათ შორის პრესისთვის. ამ უფლებას მოქალაქეები, ძირითადად, თავისუფლად იყენებდნენ, თუმცა არსებობდა ბრალდებები, რომლის მიხედვითაც მთავრობა ზოგჯერ არ იცავდა გამოხატვის თავისუფლებას. წლის განმავლობაში ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს მედიის პლურალიზმის გარემოსთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატმა ამ საკითხზე, 2019 წლის აპრილის საპარლამენტო მოხსენებაში, გამოთქვა შეშფოთება, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევების გამო.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე მძაფრი შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ხელმძღვანელებსა და მმართველ პარტიას შორის მჭიდრო ურთიერთობის გამო. რაც გულისხმობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო მიკერძოებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ. თუმცა ამის მუხედავად დამოუკიდებელი მედია ძალიან აქტიური იყო და გამოხატავდა მრავალფეროვან შეხედულებებს.” – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.