აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეხება, სხვა საკიტხებტან ერთად საუბარია ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების სისტემაზეც.
ანგარიშში მოყვანილია სახალხო დამცველისა და არასამტავრობო ორგანიზაციების შეფასებები, სადაც ისინი სასაამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობაზე საუბრობენ და მოსამართლეების გარკვეულ ჯგუფს “კლანს” უწოდებენ.
„სახალხო დამცველის აპარატი, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის და საერთაშორისო საზოგადოება განაგრძობდნენ შეშფოთების გამოხატვას სასამართლო დამოუკიდებლობის არარსებობასთან დაკავშირებით. წლის განმავლობაში ისინი ხაზს უსვამდნენ პრობლემებს, მათ შორის მოსამართლეთა ჯგუფის გავლენას, რომელიც ძირითადად შედგებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარეებისგან, რომლებიც სავარაუდოდ ახშობდნენ კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში და ხელს უშლიდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების შესახებ წინადადებებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავლენიანი და არარეფორმისტული მოსამართლეების ამ ჯგუფს “კლანი” უწოდეს. სხვა პრობლემები, რასაც ისინი ხაზს უსვამდნენ, იყო უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გავლენა ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, საქმის განაწილების სისტემის მანიპულირება, უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის ნაკლებობა და ხარვეზები უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა და სასამართლოთა თავმჯდომარეების დანიშვნაში,”- აღნიშნულია ანგარიშში.
„გადაწყვეტილებებს გადასვლის შესახებ იღებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო; ამასთან, ეს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებამდე ორი თვით ადრე ადმინისტრაციული პალატებისა და საბჭოებში მოსამართლეთა კონკურენციის გარეშე გადაყვანაზე საუბრობდნენ.
ადმინისტრაციული პალატები განიხილავენ საარჩევნო დავებს. ადმინისტრაციული პალატების კოლეგიებში გადაყვანილი მოსამართლეთა უმეტესობა იყო დაკავშირებული “კლანის” წარმომადგენლებთან და თითქმის ყველა მათგანი ასოცირდებოდა გახმაურებულ საქმეებთან.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ სასამართლოები არ ახორციელებდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოების ეფექტურ შემოწმებას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების დროს. იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს მიერ 12 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, სასამართლო სისტემაში 96 საარჩევნო დავამ მიაღწია. სასამართლოებმა კი 16 პროცენტი მიიღეს.
კანონის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენცია არის სასამართლო თვითმმართველი ორგანო, რომელიც შედგება ქვეყნის სასამართლოების ყველა მოსამართლისგან. 30 ოქტომბერს მონაწილეებმა აირჩიეს ორი ახალი მოსამართლე წევრი და იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს მდივანი. „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების შესახებ“ გააკრიტიკა სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე და ორი ახალი წევრისა და მდივნის არჩევა და განაცხადა, რომ არჩევის დრო იწვევს შეშფოთებას „სასამართლო კლანის“ განზრახვასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს კლანის მიმართ ლოიალური და მისაღები წევრების ოთხწლიანი ყოფნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რისი მიზანიც სასამართლო სისტემაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და გავლენიანი პოზიციების დაკავებაა,“- აღნიშნულია ანგარიშში.
არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით ანგარიშში საუბარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებაზე, სადაც ნათქვამია რომ სასამართლო სისტემაში 96 საარჩევნო დავამ მიაღწია. სასამართლოებმა კი 16 პროცენტი მიიღეს.
„გადაწყვეტილებებს გადასვლის შესახებ იღებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო; ამასთან, ეს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებამდე ორი თვით ადრე ადმინისტრაციული პალატებისა და საბჭოებში მოსამართლეთა კონკურენციის გარეშე გადაყვანაზე საუბრობდნენ.
ადმინისტრაციული პალატები განიხილავენ საარჩევნო დავებს. ადმინისტრაციული პალატების კოლეგიებში გადაყვანილი მოსამართლეთა უმეტესობა იყო დაკავშირებული “კლანის” წარმომადგენლებთან და თითქმის ყველა მათგანი ასოცირდებოდა გახმაურებულ საქმეებთან.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ სასამართლოები არ ახორციელებდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოების ეფექტურ შემოწმებას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების დროს. იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს მიერ 12 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, სასამართლო სისტემაში 96 საარჩევნო დავამ მიაღწია. სასამართლოებმა კი 16 პროცენტი მიიღეს.
კანონის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენცია არის სასამართლო თვითმმართველი ორგანო, რომელიც შედგება ქვეყნის სასამართლოების ყველა მოსამართლისგან. 30 ოქტომბერს მონაწილეებმა აირჩიეს ორი ახალი მოსამართლე წევრი და იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს მდივანი. „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების შესახებ“ გააკრიტიკა სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე და ორი ახალი წევრისა და მდივნის არჩევა და განაცხადა, რომ არჩევის დრო იწვევს შეშფოთებას „სასამართლო კლანის“ განზრახვასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს კლანის მიმართ ლოიალური და მისაღები წევრების ოთხწლიანი ყოფნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რისი მიზანიც სასამართლო სისტემაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და გავლენიანი პოზიციების დაკავებაა,“- აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში ვკიტხულობთ, “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონი დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ითვალისწინებს, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები მაინც რჩებოდა. მოსამართლეები დაუცველები იყვნენ სასამართლო სისტემის შიგნიდან და გარედან განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლისგან.”