ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სარჯველაძე: “ისეთი სინდრომები, რაც ვიხილეთ ბატონი ნიკანორ მელიას მხრიდან, ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო”

აპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „იმდის ფაქტორში“ განაცხადა, რომ – “ისეთი სინდრომები, რაც ვიხილეთ ბატონი ნიკანორ მელიას მხრიდან, ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო.”

სარჯველაძემ ამავე გადაცემაში ნიკა მელია მისი ქმედებებისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„ისეთი სინდრომები, რაც ვიხილეთ ბატონი ნიკანორ მელიას მხრიდან, ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო, არასახელმწიფოებრივად აზროვნების გამოვლინება. ეს ყველა შემთხვევაში იყო ქართული სახელმწიფოსთვის ფუნდამენტის დამანგრეველი. არ შეიძლება არც ოპოზიციონერმა, ზოგადად, არავინ, პოლიტიკაში ყოფნის მსურველმა კაცმა, ასეთი განცხადებები აკეთოს, როგორიც მისგან მოვისმინეთ. ოდესმე თუ ფიქრობ ადამიანი, რომ ხელისუფალი უნდა გახდე, როგორ შეიძლება ისეთი წარსულით მიხვიდე, სადმე გქონდეს პრეტენზია მოხვედრის, როდესაც აკეთებ ასეთ განცხადებას: „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერ“. პრაქტიკულად, სახელმწიფოს გამოწვევას აკეთებ. ეს ხომ დამაზიანებელია. ასე არ შეიძლება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

იტვირთბა....