ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბაქრაძე: “პარლამენტის არჩეული წევრი ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებ ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებას”

“არჩეული ვარ, როგორც პარლამენტის წევრი და მე მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შესახებაც საზოგადოებას ვაცნობებ,” – აღნიშნული განცხადება დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა საერთო შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე იქნება თუ არა მედიატორის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ბაქრაძის ინდივიდუალური ხელმოწერა, მან უპასუხა, რომ მოლაპარაკებებში პარტიის სახელით არ იღებს მონაწილეობას.

„პარტიების სახელით მე არ ვსაუბრობ და არ ვიღებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. არ ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ დოკუმენტზე ცალკეული პირების ხელმოწერა იქნება. ალბათ დოკუმენტი იქნება პარტიული ხელმოწერებისთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე მექნება ჩემი გადაწყვეტილება. მე არჩეული ვარ, როგორც პარლამენტის წევრი და მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შესახებაც საზოგადოებას ვაცნობებ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

იტვირთბა....